სტიქიამ რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სოფლები დააზიანა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

30 ივნისს მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი სოფლების ნაწილი მნიშვნელოვნად დაზარალდა. სტიქიამ 100–მდე საცხოვრებელ სახლს სახურავები ახადა, დააზიანა შიდა სასოფლო გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, მრავალწლიანი ნარგავები… მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები.
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზიანებულ სოფლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
ამ დროისთვის შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

Visited 313 times, 1 visit(s) today