სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხელვაჩაურში დიდთოვლობაა. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი კი საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. ამ დროისთვის გაწმენდილია ცენტრალური გზები. აჟამად მიმდინარეობს ცენტრებიდან სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდა. სამუშაებს აწარმოებს 11 ერთეული ტექნიკა.
ამ დროისთვის მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და „ენერგოპრო-ჯორჯიას” ბრიგადები. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტო გადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.
ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის 37-ვე წარმომადგენელი საგანგებო ვითარებაში მუშაობს.
შეგახსენებთ, უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამჟამად მობილიზებულია სპეციალური ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 – საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 – 100 – 106.

Visited 141 times, 1 visit(s) today