სტიქიის ზონაში სამედიცინო ეკიპაჟები ხანძრის ლიკვიდაციამდე დარჩება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მე-5 დღეა ბორჯომის ხეობაში სამედიცინო სერვისების მიწოდებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს. სტიქიის ზონაში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და რეანომობილის ეკიპაჟები ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციამდე დარჩებიან. ადგილზე მობილური ამბულატორია და სამედიცინო კარავიც განთავსდა. ამ დრომდე მედიკოსებს პირველადი დახმარების სხვადასხვა მოტივით რამდენიმე პაციენტმა მიმართა, თუმცა არცერთი მძიმე კლინიკური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა რესპირატორებითა და პირბადეებით აღჭურვა.

Visited 183 times, 1 visit(s) today