სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა. მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი ისევ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ოჩხამურში გაიყინა გაზსადენი და 100-მდე აბობენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. გაზმომარაგება რამდენიმე საათში აღდგება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით 400-მდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. დაბალი სწრებადობის გამო სასწავლო პროცესი 17 საბავშვო ბაღსა და 12 საჯარო სკოლაში ჩაიშალა.

Visited 201 times, 1 visit(s) today