სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებებზე დასასწრებად ჟურნალისტების რეგისტრაცია დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

26 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით გასაუბრებები გაიმართება.
გასაუბრებაზე ფოტო- და ვიდეოგადაღების საშუალება მედიას სხდომის დაწყებისას მიეცემა, რის შემდეგაც პროცესი ფოტო- და ვიდეოგადაღებებისათვის დაიხურება − სპეციალური აპარატურა გასაუბრებას დატოვებს.
ჟურნალისტებმა, რომლებსაც აქვთ სურვილი, დააკვირდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევას, უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია. ამისათვის მათ უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული წერილი მისამართზე − press-center@justice.gov.ge − და განაცხადონ, რომ სურთ, დააკვირდნენ გასაუბრებას, მიუთითონ სახელი და გვარი, აგრეთვე, ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენენ.
წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ ჟურნალისტებს ექნებათ საშუალება, დარჩნენ კომისიის სხდომაზე (ჩამწერი ან გადამღები აპარატურის გარეშე) და დაესწრონ პროცესს იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატი, რომელსაც ესაუბრება კომისია, არ იქნება მედიის დასწრების წინააღმდეგი. თუკი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი რაიმე მოსაზრებით ამჯობინებს, მისი გასაუბრება მედიის გარეშე ჩატარდეს, კომისია გაითვალისწინებს მის სურვილს და კანდიდატს მედიის დასწრების გარეშე გაესაუბრება.
ჟურნალისტთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და 25 აგვისტოს, 18.00 სთ-ზე, დასრულდება.

Visited 137 times, 1 visit(s) today