სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა დაასრულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს წარდგენილი წერილობითი პოზიციების შესწავლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სტრასბურგში საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) ქართველ მოწმეთა მოსმენა გაემართა.
მიმდინარე წლის 6-17 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 33 მოწმეს მოუსმინა.
მოწმეთა ვინაობა, მათი დაკითხვის დრო, ეპიზოდები თუ სხვა დეტალები, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მკაცრად კონფიდენციალურია.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე საქართველო რუსთის წინააღმდეგ (II) ჩვენი სახელმწიფოს ინტერესს იუსტიციის სამინისტრო იცავს.

Visited 163 times, 1 visit(s) today