სტუდენტების ერთობლივი ექსპედიცია ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოეწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის და სტუდენტების ერთობლივი ექსპედიცია, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოეწყო. ექსპედიციის მონაწილეებმა, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სამი დღის განმავლობაში, კულტურულ -ისტორიული ძეგლები, ტურისტული ობიექტები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. სამუშაო ტურის დროს, განხორციელდა სპორტულ-კულტურული, დასუფთავების ღონისძიებები. შეხვედრა მოხდა მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა, ყველა ის პრობლემატური საკითხი და წინადადება, რომელიც აქტუალურია მოსახლეობისთვის.
სამხარეო ადმინისტრაციის და სტუდენტების ექსპედიცია დასრულდა, ექსპედიციის მიზანი იყო , ახალგაზრდებთან ერთად რეგიონის ღირსშესანიშნაობების გაცნობა, ტურისტული პოტენციალის შეფასება, ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება და რეგიონის განვითარების სამოქმედო გეგმისათვის წინადადებების შემუშავება.ვფიქრობ აღიშნული პროექტი ნაყოფიერად განხორციელდა-განაცხადა სახლემწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ გიორგი მიქელაძემ.
ექსპედიციის მონაწილე ჯგუფები, ინფორმაციის დამუშავებას გააგრძელებენ სამხარეო ადმინისტრაციიასთან ერთად.

Visited 231 times, 1 visit(s) today