სტუდენტებმა პარლამენტში იმიტირებული საკომიტეტო სხდომა გამართეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სტუდენტებმა პარლამენტში იმიტირებული საკომიტეტო სხდომა გამართეს და საკუთარი ძალებით მომზადებული კანონპროექტი განიხილეს.
„სტუდენტები პარლამენტარების ამპლუაში“ შეჯიბრების ფინალში თსუ-ის და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის გუნდები ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ. პროექტი „იმიტირებული საპარლამენტო კომიტეტის სხდომების“ ფარგლებში გაიმართა.
სტუდენტებმა განსახილველად გამოიტანეს მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”.
შეჯიბრის პირობების მიხედვით, სტუდენტებს უნდა მოეხდინათ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის კრიტიკული ანალიზი ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით; მოემზადებინათ კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტი; წარედგინათ მომზადებული კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე და გაეწიათ მოწინააღმდეგე გუნდის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ოპონირება. მათ ასევე უპასუხეს ჟიურის წევრთა კითხვებს.
სტუდენტების გამოსვლებს აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, კახაბერ კუჭავა, კობა ნარჩემაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ხუციშვილი და ექსპერტები: გიორგი ბურჯანაძე, სოფიო ჯაფარიძე, ეკატერინე სხილაძე და მაკა კვაჭაძე.

Visited 262 times, 1 visit(s) today