ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების, სულორისა და ძულუხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება. აღნიშნული გზის 2 900 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს ბეტონის საფარის მოწყობა. სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ მოადგილესთან, ლაშა გიორგაძესთან და გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სულორი-ძულუხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ორიენტირი“ ახორციელებს. სპეციალისტების თქმით სამუშაოები ხარისხიანად ხორციელდება.ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად გზის რეაბილიტაცია 29 აგვისტოს უნდა დასრულდეს.