სულ მალე მეწარმეები დამატებითი საგადასახადო და საბაჟო პროცედურული ბარიერების გარეშე განახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ევროკავშირის ქვეყნებში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკონომიკური პროფილის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც ითვალისწინებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
როგორც მან აღნიშნა, 1-ლი სექტემბრიდან უკვე ძალაშია ახალი საბაჟო კოდექსი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა საბაჟო პროცედურები. მისი თქმით, ასევე, მომზადებულია და მიმდინარეობს ახალი საგადასახადო კოდექსის საჯარო განხილვები.

„ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზება საშუალებას მისცემს მეწარმეებს დამატებითი საგადასახადო და საბაჟო პროცედურული ბარიერების გარეშე განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

Visited 96 times, 1 visit(s) today