სულ მალე წინანდალი მსოფლიო კულტურული ცხოვრების ყურადღების ცენტრში მოექცევა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სულ მალე წინანდალი მსოფლიო კულტურული ცხოვრების ყურადღების ცენტრში მოექცევა – აქ დაარსდება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მსოფლიო დონის მუსიკოსებს უმასპინძლებს და ქართული კულტურის ახალ კერად იქცევა. ამ პროექტის განხორციელება, რომლის თანაავტორები და მხარდამჭერები არიან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლასიკური მუსიკის ფესტივალის – „ვერბიეს“ დამფუძნებლები, შესაძლებელი გახდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ძალისხმევითა და თანამშრომლობით.
ამ იდეის განხორციელებას ბიძგი მისცა შვეიცარიის ქალაქ ვერბიეს მაგალითმა, რომელიც ერთ დროს ზამთრის პატარა კურორტი იყო და ამ ფესტივალის წყალობით დღეს მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკალურ ცენტრად იქცა. დღეს ეს პატარა ქალაქი მთელი წლის განმავლობაში, 4-ვე სეზონზე, მასპინძლობს მსოფლიო დონის შემსრულებლებს, ათასობით მუსიკის მოყვარულს, ტურისტს და უკვე მძლავრი კულტურისა და ტურიზმის კერა გახდა. სწორედ ამის ანალოგი გვინდა მოვაწყოთ საქართველოში, კახეთში. ახლა უკვე ჩვენი კულტურული ცხოვრებით წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ვაქციოთ წინანდალი თანამედროვე, კეთილმოწყობილ და სასურველ ადგილად. ამავე დროს ამ მასშტაბის პროექტებს ყოველთვის მოჰყვება თანამდევი, მნიშვნელოვანი დადებითი პროცესები – ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმისა და სერვისების, ბიზნესის განვითარება, რაც ქვეყნის წინსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ წინანდალში – ჭავჭავაძეების სასახლესთან, სადაც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იყო აქტიური კულტურული ცხოვრება, გაგრძელდება ქართული კულტურის საუკეთესო ტრადიციები. წინანდალში გაჩნდება ერთიანი სივრცე, სადაც მოეწყობა საერთაშორისო მნიშვნელობის მუსიკალური ცენტრი და აკადემია, რომელიც მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა და ნიჭიერი მუსიკოსების შეკრების ადგილი გახდება

Visited 92 times, 1 visit(s) today