სურამის ბიბლიოთეკაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ მორიგი შეხვედრა გაიმართა

სურამის ბიბლიოთეკაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ მორიგი შეხვედრა გაიმართა. „მითები ევროკავშირისა და ნატოს შესახებ“, – ამ სახელწოდების პრეზენტაცია წარუდგინა აუდიტორიას მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო სუხიაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე, მერის თანაშემწე მერაბ ბარბაქაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი მაკა დიდებულიძე, სურამის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.
გაიმართა საინტერესო დისკუსია. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ პოზიტიური შედეგების შესახებ, რაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ ძალისხმევას ახლავს თან.
დასასრულს, მონაწილეებმა ყალბი ახალი ამბების (Fake News) შესახებაც იმსჯელეს და მათი ამოცნობის რამდენიმე ხერხს გაეცნენ.
შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიცირებით და მხარდაჭერით მოეწყო.
შეხვედრების ციკლი, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების ინფორმირებას ევროატლანტიკური სტრუქტურების შესახებ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში კვლავაც გაგრძელდება.

Visited 73 times, 1 visit(s) today