სურსათის ეროვნული სააგენტო იწყებს წამლობით ღონისძიებეს სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონების სოფლებში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო იწყებს წამლობით ღონისძიებეს სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონების სოფლებში. 30 აპრილს, დილის 7 საათიდან დაიწყება დამუშავება სოფლების ტერიტორიების:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: სოფ. ცაიში, სოფ. შამგონა
ხობის მუნიციპალიტეტი: სოფ. საგვიჩიო
სენაკის მუნიციპალიტეტი: სოფ. დიდიხორში, სოფ. მენჯი
აბაშის მუნიციპალიტეტი: სოფ. კეთილარი, სოფ. პირველი მაისი, სოფ. სუჯუნა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: სოფ. ნიგოითი,სოფ. ქვიანი, სოფ.ჯაპანა
ვანის მუნიციპალიტეტი:სოფ. ყუმური, სოფ.შუამთა,სოფ.ჭვიში, სოფ.ჯაგანჭვიში
სამტრედიის მუნიციპალიტეტი: სოფ. ტოლები, სოფ.დაბლაგომი,სოფ.საჯავახო
სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდება.
უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ ეცნობება მოსახლეობას, ინფორმაცია გავრცელდება მედიის საშუალებითაც.
ამასთან სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის დასრულებამდე არ გამოუშვან სკებიდან ფუტკარი!
ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულ ბაზაში. ასევე დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: parosana.ge

Visited 188 times, 1 visit(s) today