სურსათის ეროვნულ სააგენტოში პესტიციდების უსაფრთხო მოხმარებაზე სემინარი მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში პესტიციდებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე, ასევე პესტიციდების გამოყენებისას საფრთხის შემცირების საკითხებზე 4-დღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ტრენინგის მიზანი ფერმერების მიერ პესტისიდების მოხმარებისას რისკების შემცირება და პირადი უსაფრთხოების ზომების დაცვის სწავლებაა.
დამსწრეებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი ჩავლეშვილი მიესალმა, მისი თქმით, საქართველოსთვის, როგორც აგრარული ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია პესტიციდების მოხმარების საკითხებზე ფერმერებთან მუშაობა, რაც, არამარტო მათ, არამედ მომხმარებელთა ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება.
აღნიშნული ღონიძიება FAO-ს პროექტის ფარგლებში საქართველოში PAN-UK, აგროსერვისისა და „როტერდამის კონვენციის“ სამდივნოს მიერ განხორციელებულ საბაზისო კვლევას ეფუძნება. 2014-2015 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგებით, პესტიციდების მოხმარების არასახარბიელო პრაქტიკა გამოვლინდა, გამოიკვეთა მაღალი საშიშროების პესტიციდებით პოტენციური მოწამვლის ალბათობა. სამუშაო შეხვედრა არსებული სიტუაციის გამოსწორების გზების დასახვას ემსახურება.

Visited 141 times, 1 visit(s) today