სურსათის სააგენტოს მანქანა-ლაბორატორია სოფლებში გადაადგილდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აზიური ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მანქანა-ლაბორატორია სოფლებში გადაადგილდება. მოძრავი ლაბორატორია აღჭურვილია საველე სამუშაოებისათვის საჭირო უახლესი თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწყოებით.
გურიის რეგიონში, კერძოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ლესა, ჩოჩხათი, ზემო ჩიბათი), გასვლითი შეხვედრები გაიმათა, სადაც მობილური ლაბორატორიის მეშვეობით, ადგილზე შემოწმდა მოსახლეობის მიერ მოტანილი ხილ-ბოსტნეულის ნიმუშები და საკარმიდამო ნაკვეთებში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ადგილობრივებს, ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და სახლის პირობებში, მავნებლის საწინააღმდეგო მექანიკური მეთოდები გააცნეს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოქმედებს სატელეფონო გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც, ფიტოსანიტარი სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს, აწვდიან ინფორმაციას მცენარეთა დაავადებების შესახებ და კვალიფიციურ კონსულტაციას უწევენ, თუ რა პრეპარატებით ებრძოლონ ამა თუ იმ დაავადებას.
საინფორმაციო შეხვედრების მიზანია მცენარეთა მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ფიტოსანიტარიული ზომების მიღება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის სისტემის გაძლიერება.

Visited 99 times, 1 visit(s) today