სწორედ ახალი ფორმატით, ახალი შემადგენლობით შეიკრიბა სამუშაო ჯგუფი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავს. სამუშაო ჯგუფი რეფორმის მეოთხე ფაზის ოთხ ძირითად საკითხზე მსჯელობს, რომლებიც სასამართლოს გადატვირთულობას, დისციპლინურ წარმოებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკავშირდება.

„დღეს, იმართება შეხვედრა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ სესიის ბოლომდე უკვე გვსურს ამ რეფორმის განხორციელება. ახალ ფორმატთან დაკავშირებით, შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან და სწორედ ახალი ფორმატით, ახალი შემადგენლობით შეიკრიბა სამუშაო ჯგუფი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დაახლოებით, ორ კვირაში დისკუსიის მორიგი რაუნდი გაიმართება.

„ამის საფუძველზე, შევძლებთ უკვე საბოლოოდ, კანონპროექტის სახის მიცემას იმ მოსაზრებებისთვის, რომლებიც ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იქნება განხილული”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Visited 64 times, 1 visit(s) today