სწორედ ქუთაისიდან იწყებენ ,,გაპიდარასტებას” ზოგიერთები

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისში ლგბტ პირთა წარმომადგენლები ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებენ.

აღნიშნულ ფაქტს უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური “გაპიდარასტების” დაწყებას უწოდებს.

“უბრალოდ ცინიკურია, როდესაც ქუთაისში იწყება ასეთი აქცია, იმ ქალაქში, საიდანაც დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო. და აქედან, გაპიდარასტებას იწყებენ ზოგიერთები” – აღნიშნავს მეჭიაური.

ზაზა პაპუაშვილი დღეს მეჭიაურისგან განსხვავებით თავშეკავებული აღმოჩნდა და აქციის შესახებ კომენატრი არ გააკეთა.

prof-news-თან საუბრისას უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ “ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა”.

“მეჭიაურმა გამოთქვა თავისი მოსაზრება. არ მინდა ამაზე სპეკულირება. ძალიან მოკლედ – “ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობაა” – ქვეყნის უმრავლესობაც ამ აზრს იზიარებს და მოვრჩეთ ამაზე საუბარს”- უთხრა “ნიუპოსტს” დეპუტატმა.

„ქუთაისში პიდარასტების აქციას თუ მოვესწრებოდი არც დამესიზმრებოდა. ჩემი სახლის წინ…“ – ეს განცხადება კი უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძეს ეკუთვნის.

Visited 161 times, 1 visit(s) today