ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა 1 140 მეტრი ცემენტ-ბეტონის და 2 553 მეტრი ასფალტ-ბეტონის გზა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 699 997 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს. პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები 2020 წელს განხორციელდა.
ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Visited 43 times, 1 visit(s) today