ტარიელ ებრალიძემ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა

ადმინისტრაციულ ერთეულში გზების გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე. ამ დროისათვის გამგებლის ინფორმაციით, შუბნის მიმარულებით 27 კმ-იანი საავტომობილო გზა გაწმენდილია. მიმდინარეობს დღვანის, ჭვანის, ზამლეთის, უჩამბის გზების გაწმენდითი სამუშაოები. გზების გაწმენდით სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ტექნიკა.შუახევის საგზაო განყოფილების ინფორმაციით, დღის ბოლომდე ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზა აღდგენილი იქნება. საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას,მობილიზებულია საგანგებო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურები.

Visited 184 times, 1 visit(s) today