გვიან ღამით სოფელ ნიგაზეულში გოჩა აბაშიძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დაზარალებულები შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძესთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა, არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და პირველადი მოხმარების პროდუქტები მიუტანა. ხანძრის შედეგად დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს. ოჯახი დროებით ახლობელთან არის გაყვანილი.
Visited 216 times, 1 visit(s) today