ტარიელ ხეჩიკაშვილმა აბაშაში სავარჯიშო მოედანი დაათვალიერა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, სამეგრელო -ზემო სვანეთის ვიცე- გუბერნატორი კობა ქანთარია იმყოფებოდნენ. მათ სპორტის ინფრასტრუქტურის, რეაბილიტაციისა და სპორტის ინვენტარის განახლების პროგრამის ფარგლებში აბაშის ცენტრში სავარჯიშო მოედანი დაათვალიერეს. (სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ემ – ენ- ემ ჯგუფმა შეასრულა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით.)
მინისტი ადგილობრივი ხელუსუფლების ხელმძღვანელებს: მამუკა კვიტაშვილსა და პაატა ქურდოვანიძეს, ასევე ააიპ “აბაშის სპორტის განვითარების ცენტრი” დირექტორს ზაალ კუციას ესაუბრა მომავალი გეგმების შესახებ და მარდაჭერა აღუთქვა სპორტის განვითარებისკუთხით.

Visited 382 times, 1 visit(s) today