ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი.
მსურველები რეგისტრაციას 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე შემდეგ სერვის ცენტრებში გაივლიან:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში არსებული სერვის ცენტრი – შარტავას ქუჩა N7
ვაკის სერვის ცენტრი – თამარაშვილის ქუჩა N10ა
გლდანის სერვის ცენტრი – დ. სარაჯიშვილის ქუჩა N1გ
ისნის სერვის ცენტრი – ნავთლუღის ქუჩა N8/1
დიდუბის სერვის ცენტრი – რობაქიძის გამზირი N2
სამგორის სერვის ცენტრი – მოსკოვის გამზირი N14
კრწანისის სერვის ცენტრი – ორთაჭალის ქუჩა N4, II სართული, საუბნო განყოფილების შენობა
მთაწმინდის სერვის ცენტრი – ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N48
ჩუღურეთის სერვის ცენტრი – ზაზიაშვილის ქუჩა N2, დადიანის ქუჩა N1 (არმისული ქარვასლასთან, საუბნო განყოფილების შენობა)
საბურთალოს სერვის ცენტრი – ა. მიცკევიჩის ქუჩა N29
ნაძალადევის სერვის ცენტრი – გურამიშვილის გამზირი, N16 კორპუსის მიმდებარედ
ტაქსების რეგისტრაცია 1 აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის აღება შესაძლებელია, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობაში. 21 აგვისტოდან ნებართვის მიღება შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლშიც.
ამჟამად გაცემულია 9600-ზე მეტი ნებართვა.
აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა, ნებართვის მოპოვებამდე ტაქსებს 1 ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება.