ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. სოფელ ქვიშხეთში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. აღდგენილი საირიგაციო არხით 5 სოფლის -ცხრამუხას, ქვიშხეთის, ოსიაურის, გომისა და აგარების მოსახლეობა ისარგებლებს. სამუშაოები კომპანიამ საკუთარი ძალებით ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.

Visited 75 times, 1 visit(s) today