ტელეკომპანია ”საქართველოს” წილებს ყადაღა მოეხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ტელეკომპანია ”საქართველოს” წილებს ყადაღა მოეხსნა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დღეს დილით მიიღო.
TV საქართველოს წილები ”რუსთავი 2”-ის საქმის ფარგლებში საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გასულ წელს დააყადაღა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ურთმელიძის ყადაღა მთლიანად გაუქმებულია.
„ვფიქრობთ, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივად არ ჰქონდა საფუძველი ძალაში დაეტოვებინა მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული ”რუსთავი 2”-სა და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ. ჩვენ შევეცდებით, ასევე დავასაბუთოთ სასამართლოს წინაშე სხვა განჩინებების უკანონობაც,“ – განაცხადა ”რუსთავი 2”-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილი.

Visited 181 times, 1 visit(s) today