ტროტუარების კეთილმოწყობა ჭავჭავაძის ქუჩაზე

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე ტროტუარების კეთილმოწყობის პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოები ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ მოინახულა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, აღნიშნულ ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დიდი ხანია არ განხორციელებულა. ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოები კი 40 წელია არ ჩატარებულა.
ჭავჭავაძის ქუჩის განახლების პროცესი რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა. მოეწყო გზაგამყოფი, გაკეთდა გამწვანება. ახლო მომავალში იგეგმება მრავალბინიანი კორპუსის შეღებვაც . მალე ჭავჭავაძის ქუჩას სრულიად ახალი იერ-სახე ექნება.

Visited 121 times, 1 visit(s) today