ტურიზმის განყოფილების ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მოქმედი საწარმოების, სასტუმროების მფლობელებისა და გიდებისთვის ტრენინგი ჩატარდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის – ტურიზმის განყოფილების ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მოქმედი საწარმოების, სასტუმროების მფლობელებისა და გიდებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
კომპანია „ეარნეტის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა სოფია ვასაძემ დამსწრეებს ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით ტურისტული და სამეწარმეო პროდუქტების, ასევე საკუთარი საქმიანობის რეკლამირების ინსტრუქცია გააცნო, მათ თეორიული რესურსების და გამოცდილების გაზიარების ინსტრუმენტების შესახებ ესაუბრა.
ტრენინგის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი მეწარმე ჩაერთოს ერთიან საინფორმაციო ჯგუფში, სადაც მთლიანად შეიკვრება გურიის ტურისტული პოტენციალი, იქნება ჯანსაღი კონკურენცია და ტურისტულ სეგმენტში საინფორმაციო კამპანიები დაიგეგმება.
როგორც შეხვედრაზე სოფია ვასაძემ აღნიშნა, ინტერნეტის როლი ტურიზმის ინდუსტრიაში საქმიან პარტნიორებთან წარმატებული ურთიერთობის გასაღებია, რადგან აქ გამარტივებულია პროდუქტების გაცნობა, მომსახურების გაწევა, ინტერაქტიული ურთიერთქმედება, ტურისტული ადგილების აღწერა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. შეხვედრას გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელ ალეკო მამეშვილთან ერთად დაესწრო.

Visited 121 times, 1 visit(s) today