ტურისტული აიპის თანამშრომლების შესარჩევი კონკურსი გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინტერ-მუნიციპალური ა(აიპ)-ის, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO)-ს გამოცხადებულ სამ ვაკანსიაზე, აპლიკანტებთან გასაუბრება გაიმართა. საკონკურსო კომისიის წინაშე 12 აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა.
გასაუბრება ტურისტული ა(აიპ)-ის აღმასრულებელი დირექტორობის მსურველმა ორმა აპლიკანტმა გაიარა, ხუთი აპლიკანტი ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერის პოზიციაზე გამოცხადდა, ამავე რაოდენობის მსურველი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერის პოზიციაზე.
გასაუბრებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით შეიქმნა. DMO-ს მიზანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაციაა.

Visited 84 times, 1 visit(s) today