ტყიბულის მალე განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ტყიბულის ნაგავსაყრელზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, ტყიბულის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოებს შესაბამისი სტანდარტებით ახორციელებს. მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რობიზონ გვენეტაძესთან ერთად დაათვალიერა. ტყიბულის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ნაგავსაყრელის ტერიტორიის შემოიღობვა, პოლიგონის შიდა გზებისა და წყალარინების არხების მოწყობა, ნარჩენები იფარება საიზოლაციო ფენით, მიმდინარეობს მიწის კავალიერების მოწყობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის, ხდება ტერიტორიის ელექტროფიცირება, ნაგავსაყრელი აღიჭურვება სპეც-ტექნიკითა დამოეწყობა სამეურნეო ზონა. განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ განისაზღვრება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში და ნარჩენები გადაიფარება მიწის საიზოლაციო ფენით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ტყიბულის ნაგავსაყრელი, რომელიც 32 739 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, ტყიბულსა და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება. პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველთვიურად 455მ/კუბი ნარჩენი შედის. ტყიბულის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში 251 957,00 ლარი შეადგინა.

Visited 156 times, 1 visit(s) today