ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ჩხეიძის ქუჩაზე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მინი სტადიონისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 27 ათას 560 ლარს შეადგენს. კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ამხანაგობა „ფარაონი და კომპანია“ ახორციელებს.
ჩხეიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, დაინტერესდა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა და დეტალურად დაათვალიერა სტადიონისა და სკვერის ტერიტორია.
სტადიონი უკვე მავთულბადით არის შემოიღობილი, სადაც 330 კვ.მ. ფართობზე სტადიონის მოასფალტება მოხდება, მოეწყობა კალათბურთს ფარები და ფეხბურთის კარებები. იქვე გვერდით, ადგილობრივებისათავის დასასვენებელი და გასართობი სივრცე შეიქმნა. სკვერში დამონტაჟდა საბავშვო აქტაქციონი და კეთილმოეწყო საფეხმავლო ბილიკი.

Visited 132 times, 1 visit(s) today