8 თებერვალ სრულიად საქართველო წმინდა მეფის ხსეენების დღეს, ,,დავითობა“-ს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში უამრავი სტუმარი იმყოფებოდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ლომთაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო წირვას დაესწრნენ. წირვის დასრულების შემდეგ დავით აღმაშენებლის საფლავს პატივი მიაგეს და ჩოხოსანთა კურთხევას დაესწრნენ.
Visited 221 times, 1 visit(s) today