ტყიბულში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ტყიბულში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალაქში გზები იწმინდება, თუმცა არის ისეთი ადგილები, სადაც გზის გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით- “ ქალაქში გზები გაწმენდილია და უბნების მიმართულებით საქალაქო ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს. მათივე ინფორმაციით,გზების წმენდა ახლაც მიმდინარეობს და ყველა ქუჩა გაიწმინდება თოვლის საფარისაგან“.
დიდთოვლობის მიუხედავად, დღის მანძილზე შეუფერხებლად მოძრაობენ თბილისის და ქუთაისის მიმართულებით სამგზავრო მიკროავტობუსები.

Visited 301 times, 1 visit(s) today