ტყიბულში 150 მოსწავლეზე გათვლილი N2 საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ტყიბულში 150 მოსწავლეზე გათვლილი N2 საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება. მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ, ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ირინე კორძაისთან, ადგილბრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან და N2 საჯარო სკოლის დირექტორთან ერთად ობიექტი დაათვალიერეს და პროექტის ფარგლებში, შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
სასწავლო შენობაში საკლასო და დირექციის ოთახების გარდა, გათვალისწინებულია კვების ბლოკი, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია და მანდატურის ოთახი. სკოლაში, ასევე, მოეწყო თანამედროვე გათბობის სისტემა და ღია სპორტული მოედანი. სკოლა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი სასკოლო ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვის პროცესი.
N2 საჯარო სკოლა ძველი შენობის ადგილზევე აშენდა, სადაც ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სკოლა, მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს თანამედროვე გარემოში მიიღებს.
პროექტი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, რომლისთვისაც 2 534 362 ლარი დაიხარჯა.

Visited 40 times, 1 visit(s) today