უახლოეს პერიოდში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გავმართავთ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარის ბიუროს ოფისში, საქართველოს პარლამენტის წევრთან გოგი მეშველიანთან და საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის კომისიის თავმჯდომარე დავით ჯაფარიძესთან ერთად, სოფელ ტალავერის თემში მერის წარმომადგენელსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს შევხვდი. შეხვედრის მთავარი თემა სოფლისათვის ყველაზე აქტუალურ საკითხს- სასმელ წყალს შეეხებოდა.
შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გავმართავთ, სადაც ვიმსჯელებთ პრობლემის გადაჭრის გზებზე. პარლამენტის ბიურო სისტემატიურად ატარებს მსგავს საკითხებზე სამუშაო შეხვედრებს და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვცდილობთ მოსახლეობის წინაშე არსებული საკითხები დროულად მოვაგვაროთ.

Visited 266 times, 1 visit(s) today