უახლოეს პერიოდში, ძირითადი მოხმარების პურზე ფასების შემცირებას ველოდებით

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„პრემიერმა ისაუბრა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, ასევე ინფლაციის დონის შემცირებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის ნაწილს – აქაც გვაქვს ექსპორტის მიმართულებით მზარდი დინამიკა ვინარჩუნებთ და როგორც შარშან გვქონდა მთლიანობაში ზრდა ექსპორტის კუთხით, ასევე წელსაც, პირველი სამი თვის მონაცემებით გვაქვს დადებითი ტენდეციები. წარმოების კუთხითაც, ჩვენ უკვე ველოდებით სტატისტიკის შარშანდელ საბოლოო მონაცემებს. წინასწარი მონაცემებით კი, ჩვენ ზრდა გვაქვს როგორც წარმოების ნაწილში, პირველადი პროდუქციის, ასევე, გადამუშავების მხრივ და ექსპორტის ნაწილში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ყურადღება არსებულ ფასებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ხორბალთან და ფქვილთან მიმართებაში ფასები შემცირების დინამიკაა.

„ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, ფქვილზე განსაკუთრებულად; შესაბამისად, ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია სექტორთან, პურის მწარმოებლებთან და ველოდებით, რომ ეს შემცირება აისახება პურზე და ჩვენ დახლებზე, უკვე უახლოეს პერიოდში, ვნახავთ კონკრეტული სახეობების, ძირითადი მოხმარების პურზე შემცირებულ ფასებს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

Visited 11 times, 1 visit(s) today