უკეთესი იქნება ყველამ თავის მამიდას მიხედოს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ყველამ მოუაროს თავიანთ მამიდებს და ნუ ერევიან სხვისი პარტიის საქმეში, – ასე გამოეხმაურა ”ქართული ოცნების” დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი ”რესპუბლიკური პარტიის” მოთხოვნას, თამაზ მეჭიაური პარტიიდან, ხოლო გოგი თოფაძე ფრაქციიდან გარიცხვის შესახებ.

სოსო ჯაჭვლიანმა ”რესპუბლიკელებს” მოუწოდა, სხვა პარტიის საქმიანობაში არ ჩაერიოს.

”გუშინ მოვისმინე ფრაზა ”ყველამ თავის მამიდას მოუაროსო” და ისე გავმხიარულდი ეს რომ მოვისმინე, მეტი რომ არ შეიძლება. მამიდაჩემს ჰქვია ძალიან მაგარი საყვარელი სახელი დოლი ჯაჭვლიანი – უპატიოსნესი ქალია, ძალიან მაგარი ქალია. ამიტომ ყველამ დაასახელოს თავისი მამიდის სახელები და გვარები, მოუარონ თავიანთს მამიდებს და ნუ ერევიან სხვისი პარტიის საქმეში”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

”უკეთესი იქნება, ყველამ თავის მამიდას მიხედოს, – ასე უპასუხა ”მრეწველების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ გუშინ ”რესპუბლიკელ” დეპუტატ დავით ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

Visited 195 times, 1 visit(s) today