უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურებს უმასპინძლა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურებს უმასპინძლა.
შეხვედრის მთავარი თემა სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება და ორგანიზაციის პოტენციალის გამოყენება იყო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის ძირითადი პრიორიტეტებია, ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაციის გაძლიერება; დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოება; სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინტენსიფიკაცია და სუამ-ის საპარლამენტო განზომილების გააქტიურება.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ სუამ-ის წევრი სამი სახელმწიფო – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ეკონომიკური მიმართულებით წარმატებით თანამშრომლობს ევროკავშირთან და უნდა მოხდეს სუამ-ის ინტეგრაცია ევროკავშირთან.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს “აბრეშუმის გზის” სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისა და ინიციატივაში – “ერთი სარტყელი – ერთი გზა” ჩართულ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ყურადღება ასევე დაეთმო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.
უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მიულოცა.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ ჩამოგრჩეთ”, – მიმართა პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს.

Visited 109 times, 1 visit(s) today