უნიათოებს “ქართულ „ოცნებას რომ ეძახიან, რეალურად სააკაშვილის ხელისუფლება იყო უნიათო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უნიათოს რომ ეძახიან „ქართულ ოცნებას“ და დღევანდელ ხელისუფლებას, უნიათობა წინა ხელისუფლების დროს იყო, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის გუნდმა ქვეყნის მართვა დიქტატურის გარეშე ვერ შეძლო.

„დემოკრატიულობაზე და დემოკრატიზაციაზე სააკაშვილის გუნდი ყველაზე მეტს საუბრობდა. სურვილი არ ჰქონდათო, ვერავინ იტყვის, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. უნიათოს რომ ეძახიან „ქართულ ოცნებას“ და დღევანდელ ხელისუფლებას, უნიათობა მაშინ იყო. მათ ვერ მოახერხეს იმ მეთოდებით მართვა, თორემ სააკაშვილი გარეთ აფორმებდა ამას. თუგინდ ამით ჩანს, მას სურვილი დიდი ჰქონდა. დემოკრატიულობით ამაყობენ ქვეყნები და ამაყობენ პიროვნებებიც, ვინც მონაწილეობას იღებს ამ პროცესში. ჩვენ ხელისუფლებაში რომ მოვედით, პირველ წელს, ძალიან დიდი სიძნელეები გადავიტანეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროპაშიც, რადგან იქ გაფორმებული იყო საქართველო დემოკრატიის შუქურად. ამ დროს სააკაშვილი გამალებულად დიქტატურას აშენებდა. სხვანაირად მართვა მაგ კაცმა და მაგ გუნდმა ვერ შეძლო, თუმცა სურვილი რომ ჰქონდათ, ეს ჩანს მათივე შეფუთულით, მოტყუებული ინფორმაციით ევროპაში და ამერიკაში, მაგრამ ვერ მოახერხეს და ვერ შეძლეს.ხელისუფლების უნიათობა სწორედ იქ მოიხსენიებოდა, ნათლად ჩანდა, რომ მათი გზა მიდიოდა დიქტატურისკენ ან ავტოკრატიული ან რამე მსგავსი მმართველობისკენ“,- განაცხადა ივანიშვილმა.

Visited 127 times, 1 visit(s) today