„უორდროპის ქართულ-ბრიტანული დიალოგი“ სტრატეგიულ ფორმატში გადავიდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატმა – „უორდროპის დიალოგი“ სტრატეგიული ფორმატის სახე შეიძინა და „უორდროპის ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგი“ ეწოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა „უორდროპის დიალოგის“ მესამე რაუნდის ფარგლებში მიიღეს. „უორდროპის დიალოგის“ პლენარული სესია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გაიმართა. სესიას, რომელიც პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების განხილვას დაეთმო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო. გამომსვლელებმა ყურადღება საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის ფაქტორზე გაამახვილეს. სესიაზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პროცესში, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, დიდი ბრიტანეთის მხარდარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ხაზგასმით აღინიშნა.
„უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში საქართველოში ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი იმყოფება. სერ ალან დუნკანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციიაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მისწრაფების კუთხით მხარდაჭერა გამოხატა.
ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის 2014 წელს დაფუძნდა. იგი ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და განიხილება პოლიტიკურ, უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და, განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

Visited 140 times, 1 visit(s) today