უპოვართა სასადილოშო სარემონტო სამუშაოები დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მაია მაკალათიამ უპოვართა სასადილოში დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და ბენეფიციარებს გაესაუბრა. პროექტის მიხედვით ,უპოვართა სასადილოს სამზარეულოს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა,რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 ათას 516 ლარით დაფინანსდა. ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან უპოვართა სასადილოსთვის, პროგრამის მიხედვით, 230 000 ლარია განსაზღვრული, სადაც ყოველდღიურად 230 ბენეფიციარი იკვებება, 25 სოციალურად დაუცველს კი სადილი სახლებში ეგზავნებათ.გარდა ამისა , თითოეულ მათგანს ფოთის მუნიციპალიტეტიდან დღესასწაულებზე სასაჩუქრე ნობათი ურიგდებათ. უპოვართა სასადილოში სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „მშენებელმა“ განახორციელა.

Visited 133 times, 1 visit(s) today