ურაველში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ ურაველში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო.
მოხდა ტერიტორიაზე ქვიშა-ლამის ნარევის შეტანა და მოსწორება. ასევე იღობება სტადიონი,
პროექტის ფარგლებში შეიღებება კარებები და გაკეთდება ბადეები.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „ნიუ პროჯეკტი“ ახორციელებს
პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება.
ურავლის სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ლომიძემ და ურავლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბესიკ გოგსაძემ მოინახულეს.

Visited 225 times, 1 visit(s) today