ურეკს თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა ექნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წლის ბოლოს დაბა ურეკში ექსპლუატაციაში პირველად შევა წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, სადაც ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხეს და ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივების, ისე დამსვენებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.
მშენებლობის მიმდინარეობის ტემპებს ურეკში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე გაეცნენ.
საკურორტო ზონაში წყალმომარაგებისა და წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა. პროექტის განხორციელება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2014 წელს დაიწყო. მშენებლობის პროცესში გამოვლენილი სირთულეების გამო პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა და ის წლის ბოლოს დასრულდება.
ურეკის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოს საერთო ღირებულება 78 მლნ ლარზე მეტია, პროექტებს აზიის განვითარების ბანკი (ADB ) აფინანსებს.

Visited 175 times, 1 visit(s) today