ურეკში, ინკლუზიური პრაქტიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ურეკი ინკლუზიური პრაქტიკის პირველ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც დღეს ურეკის კულტურის სახლში საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის მიზანია საოჯახო ინკლუზიური გამოცდილებისა და საუკეთესო ინკლუზიური პრაქტიკის გაზიარება, ასევე, ინკლუზიური საზოგადოების განვითარებისა და შემოქმედებითი ინკლუზიური კოლექტივების გაცნობა.
ინკლუზიური პრაქტიკის პირველ საერთაშორისო ფესტივალში 13 ქვეყანა მონაწილეობს. ფესტივალის გახსნას გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საერთაშორისო ფესტივალი 5 ოქტომბერს დაიხურება.

Visited 228 times, 1 visit(s) today