ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, „საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი“ და „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი“ ახალგაზრდებში სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაზე ერთობლივად იზრუნებენ.
თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეროვნული გვარდიის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს. მემორანდუმი ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სურვილის საფუძველზე შეიქმნა.
მემორანდუმის თანახმად, სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, დაიგეგმება და განხორციელდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები.

Visited 133 times, 1 visit(s) today