ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დამატებით 100 000 ევროს ღირებულების სახლებს შეიძენს. აღნიშნულ სახლებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით, განახორციელა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში გათვალისწინებული სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები წყალტუბოში (23 ბინა), ქუთაისში (65 ბინა), ფოთში (112 ბინა) და ზუგდიდში (320 ბინა), ასევე ,, სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში 61 იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შეიძინა სახლი დასავლეთ საქართველოში.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივი საცხოვრებლით დამატებით 10 ოჯახი დაკმაყოფილდება.
საერთო ჯამში, გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, 591 დევნილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხერხდება.

Visited 118 times, 1 visit(s) today