უფასო სასადილოების ბენეფიციარები ელექტრონულად აღირიცხებიან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მასშტაბით, უფასო სასადილოებში ბენეფიციართა აღრიცხვის ახალი სისტემა ამოქმედდა, რომლითაც ავტომატურად მოხდება უფასო სასადილოების ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაციის, კერძოდ, სოციალურად დაუცველის სტატუსის ცვლილების, შეჩერებისა თუ გაუქმების, გარდაცვალების, ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდის და ა.შ. ასახვა და განახლება. ამასთან, ახალი სისტემის დანერგვის შედეგად ზუსტად აისახება სასადილოში ბენეფიციართა დასწრება (სასადილოში გამოცხადების დღე, საათი, წუთი), საპატიო თუ არასაპატიო გაცდენები.
სიახლესთან დაკავშირებით, ქალაქის მასშტაბით, უფასო სასადილოების ტერიტორიაზე ვიდეოთვალი დამონტაჟდა. სასადილოები აღიჭურვნენ მობილური ტელეფონებით, ხოლო ბენეფიციარებისთვის პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათები დამზადდა. მობილურ ტელეფონში ჩაწერილ აპლიკაციაზე პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის შეხებით ფიქსირდება ბენეფიციარის ვიზიტი სასადილოში, პარალელურად კი, ეს ინფორმაცია აისახება ბენეფიციართა აღრიცხვის ელექტრონულ ბაზაში.
დღეისათვის თბილისში 63 უფასო სასადილო მოქმედებს, ბენეფიციართა რაოდენობა კი 38000-მდეა.

Visited 167 times, 1 visit(s) today