28 ნოემბერს, გამოჩენილი ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის უშანგი ჩხეიძეს დაბადების 118 წლის აღსანიშნავად მუზეუმების გაერთიანების წარმომადგენლები და გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე მის სახლ – მუზეუმში შეიკრიბნენ და ერთად გაიხსენეს დიდი ხელოვანი, მის მიერ განსახიერებული როლები. ისაუბრეს იმის შესახებაც, რომ 2017 წელს მუზეუმის რეაბილიტაცია იგეგმება. უშანგი ჩხეიძე 1953 წელს გარდაიცვალა. თავდაპირველად ის თბილისის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. 1999 წელს კი უშანგი ჩხეიძის ნეშტი დიდუბის პანთეონიდან, მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.
Visited 210 times, 1 visit(s) today