უშანგი ჩხეიძეს დაბადებიდან 119 წელი შეუსრულდებოდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს სახალხო არტისტს, უშანგი ჩხეიძეს დაბადებიდან 119 წელი შეუსრულდებოდა. მისივე სახელობის სახლ– მუზეუმში დღეს მუზეუმების გაერთიანების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და უშანგი ჩხეიძის შემოქმედების თაყვანისმცმლები შეიკრიბნენ, პატივი მიაგეს მის ხსოვნას და ერთად გაიხსენეს შემოქმედის განვლილი გზა. უშანგი ჩხეიძე 1898 წლის 28 ნოემბერს სოფელ ფუთში დაიბადა. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა თანაბარი წარმატებით აერთიანებს დიდი ხელოვანის მიერ განსახიერებულ ტრაგიკულ თუ კომიკურ როლებს. საყოველთაო აღიარება კი სახალხო არტისტს „ჰამლეტმა“ მოუტანა.უშანგი ჩხეიძე 1953 წლის პირველ დეკემბერს გარდაიცვალა. თავდაპირველად ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 1999 წლიდან კი მისი ნეშთი დიდუბის პანთეონიდან, მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

Visited 338 times, 1 visit(s) today