უშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურის შერჩევა პრეზიდენტის უფლებამოსილებაა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე შესაძლოა ირაკლი ალასანია დაინიშნოს.
ეკა ბესელიას განცხადებით, უშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურის შერჩევა პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ საბჭოს თავმჯდომარედ ისეთი კანდიდატი იქნება შერჩეული რომელიც საკუთარი კვალიფიკაციით იქნება შესაბამისი უშიშროების საბჭოს სპეციფიკასთან.
„მე არ ვიცი პრეზიდენტი ვის შესთავაზებს იმ ვაკანტურ პოზიციას რომელიც მნიშვნელოვანია. სხვადასხვა გვარები სახელდება, ჩვენ ამ პროცესში არა ვართ ჩართული ეს მისი გადასაწყვეტია, ვინ დაიკავებს ამ პოზიციას , უბრალოდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ადამიანი რომელიც ამ საბჭოს უხელმძღვანელებს თავისი კვალიფიკაციით იქნება შესაბამისი საბჭოს სპეციფიკიდან გამომდინარე. მას აქვს ამ კუთხით დიდი გამოცდილება, მაგრამ ჩათვლის თუ არა პრეზიდენტი საჭიროდ ვერ გეტყვით“ – აცხადებს ეკა ბესელია.

Visited 135 times, 1 visit(s) today