ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Visited 125 times, 1 visit(s) today