ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები შეუფერხებლად გაგრძელდება.

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანში შექმნილი ვითარების მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა მავნებლისგან შეუფერხებლად გაგრძელდება. აბაშის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მობილიზებულია სპეციალიზებული ტექნიკა და პრეპარატები. მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა დასავლეთ საქართველოში მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება უკვე დაიწყეს. მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მავნებლის საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებები ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ განიხილეს.

Visited 52 times, 1 visit(s) today